ახალი ამბები

გორში “სოკარ ჯორჯია გაზის” სერვისცენტრი გაქურდეს 

გორში სოკარ ჯორჯია გაზის სერვისცენტრი გაქურდეს, – წინასწარი ინფორმაციით წაღებულია გათბობის 3 ქვაბი. 

შემთხვევა სავარაუდოდ, გვიან ღამით მოხდა. ტერიტოტია ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული, საქმეზე პოლიცია საგამოძიებო მოქმედებებს აწარმოებს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული შენობაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. სერვისცენტრი დაახლოებით ორი თვეა ალტერნატიულ ფართში განაგრძობს მუშაობას. არსებული ინფორმაციით, გათბობის სისტემა ჯერ დაყეენებული არ იყო. 

დატოვეთ კომენტარი