ახალი ამბები

დამსახურებული მასწავლებელი – ტირძნისის სკოლის დირექტორს ჯილდო გადაეცა 

ტირძნისის საჯარო სკოლის დირექტორს, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწალებელს, დარეჯან ნასყიდაშვილს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა, – ამის შესახებ ინფორმაციას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრი ავრცელებს. 

რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერნაკოზაშსვილის ინფორმაციით, გასულ წელს დარეჯან ნასყიდაშვილმა არაერთი დასამახსოვრებელი აქტივობა ჰქონდა, რის გამოც სხვა კრიტერიუმებთან ერთად მისი კანდიდატურა შეირჩა. 

“წელიწადში ერთხელ ხდება ეს დაჯილდოება, მუნიციპალიტეტიდან ერთი მასწავლებელია წარდგენილი ხოლმე. კრიტერიუმი არის, რომ არანაკლებ 30 წელი უნდა ჰქონდეს ნამუშევარი, ასევე უნდა ჰქონდეს ავტორიტეტი სასკოლო საზოგადოებაში, თემში და ასე შემდეგ. ჩვენ ბაზიდან ვიღებთ დაბადების წლის მიხედვით, ხანდაზმულ პედაგოგებს. ქალბატონ დარეჯანს ბევრი აქტივობა ჰქონდა, რის გამოც ბევრი არ გვიფიქრია და წარვადგინეთ”, – განმარტა ნანა ტერმაკოზაშვილმა. 

ინფორმაციისთვის, აღნიშნულ ჯილდოს მასწავლებელთა პროფესიული ცენტრი გასცემს. 

დატოვეთ კომენტარი