გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, მოქალაქეს ველოსიპედი მოპარეს. შემთხვევა შუადღით, ყიფიანის ქუჩაზე მოხდა.
“დაახლოებით პირველ საათზე, ფეხით გავედი ქალაქში და უკან დაბრუნებულს მოპარული დამხვდა ველოსიპედი, რომელიც სადარბაზოში იდგა”,– უთხრა “მოზაიკას” დაზარალებულმა.
მან დახმარების თხოვნით პოლიციას მიმართა. მოქალაქე სამართალდამცველებმა გამოკითხეს და როგორც თავად ამბობს, განცხადებაც დააწერინეს.
დატოვეთ კომენტარი