ახალი ამბები

ოსიაურსა და დაბა სურამში მინი სტადიონები მოეწყობა

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში,  ზემო ოსიაურსა და დაბა სურამში მინი სტადიონები მოეწყობა, რისთვისაც ბიუჯეტიდან საერთო ჯამში, 343 000 ლარამდე დაიხარჯება.

ხაშურის მერიამ სამუშაოებისთვის ცალცალკე ტენდერები გამოააცხადა და თითოეულისთვის 171 718 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 126 დღეში უნდა დასრულდეს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი