ახალი ამბები

კასპში საცურაო აუზის პროექტის შესადგენად ტენდერი მესამედ გამოცხადდა 

კასპის მუნიციპალიტეტის მერიამ საცურაო აუზის მშენებლობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესასყიდად ტენდერი მესამედ გამოაცხადა. 

წინა ორ შემთხვევაში ტენდერი არ შედგა, რადგან მასში მონაწილეობა არავინ მიიღო. კასპის მერიას აღნიშნული მომსახურების შესასყიდად თავდაპირველად 60 000 ლარი ჰქონდა გათვალისწინებული. ამჯერად უწყებამ საპროექტო დოკუმეტნაციის შესადგენად 168 000 ლარი გაითვალისწინა. 

სატენდერო პირობების მიხედვით, მიმწოდებელმა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს მიწოდება ხელშეკრულების გაფორმებიდან 28 დღეშუ უნდა უზრუნველყოს. 

დატოვეთ კომენტარი