ადამიანები ისტორიები

“მე ვამზადებ, ჩემი მეუღლე კი აფორმებს” – ჩიტის სახლები გრიგალაშვილების ოჯახისგან

გრიგალაშვილების ოჯახი, უკვე 10 წელია, ჩიტებისთვის სახლებს აკეთებს. როგორც რამაზ გრიგალაშვილი გვიყვება, მეუღლესთან ერთად, 8 000-მდე სახლი აქვს დამზადებული, რომელთა დიზაინი ყოველწლიურად იხვეწება და მრავალფეროვანი ხდება. 

“იდეა გაუჩნდა ჩემს მეუღლეს, თვითონ ხატავს. მთხო­ვა, რომ ეზოს­თვის და­მემ­ზა­დე­ბი­ნა ჩი­ტის სახ­ლი, შემ­დეგ, ისე მო­ე­წო­ნა, გა­და­წყვი­ტა, გა­სა­ყი­დად გა­ე­ტა­ნა გზა­ზე”, – იხსენებს რამაზი. 

სწორედ ასე დაიწყო ხაშურში მცხოვრებმა ოჯახმა პატარა ბიზნესი სახლთან ახლოს. სახლებს ძირითადად რამაზი აკეთებს, მეუღლე დოდო არჯევანიძე კი მათ სხვადასხვა ნახატებით აფორმებს. 

“მო­თხოვ­ნა მა­ლე­ვე გაჩ­ნდა, ერთ სახ­ლს მე­ო­რე მოჰ­ყვა და ასე, ნელ-ნელა და­იხ­ვე­წა დი­ზა­ი­ნიც და ტექ­ნო­ლო­გი­აც. ხალხს ყველაზე მეტად მოხატული სახლები მოსწონთ და ყველაზე მეტად მოთხოვნაც მათზეა.”

ოჯახი საკუთარი ნამუშვრებით ოკუპაციასაც გამოეხმაურა. 

“სახლებზე გვქონდა დახატული თვალახვეული ჩიტები, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველოს 20% რუსების მიერ იყო ოკუპირებული”.

ეს საქმე ოჯახისთვის შემოსავლის დამატებითი წყაროა. 59 წლის რამაზ გრიგალაშვილი პროფესიით ინჟინერ-მექანიკოსია. შესაბამისად, მთელ დროს ჩიტებისთვის სახლების დამზადებას ვერ უთმობს. 

“ეს საქმიანობა ჩვენთვის ჰობივით არის. განსაკუთრებით ზაფხულში ვიტვირთებით, როცა ტურისტების ნაკადი იზრდება. ვფიქრობდით, ჰამაკების და საქანელების გაკეთებასაც, მაგრამ ჯერჯერობით დრო ვერ გამოვნახეთ”. 

დატოვეთ კომენტარი
ტეგები

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი