რიკოთთან მიკროავტობუსი კლდეს შეეჯახა, შემდეგ კი გადაბრუნდა.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.
“რიკოთის გვირაბთან, ფორდის მარკის მიკროავტობუსი გზაზე მოცურდა და კლდეს შეასკდა. მერე ცალ გვერდზე გადაბრუნდა”, – ამბობს ერთ-ერთი თვითმხილველი.
მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.
დატოვეთ კომენტარი