ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისში, მერის წარმომადგენლად შალვა მალაჩინი დაინიშნა.მან ამ თანამდებობაზე მანანა პავლიაშვილი შეცვალა.
როგორც ქარელის მერის მოადგილემ, ნათია მაწონაძემ განმარტა, მანანა პავლიაშვილი ამ დრომდე, მერის წარმომადგენლის მოვალეობას ასრულებდა.
რაც შეეხება, შალვა მალაჩინს, არსებული ინფორმაციით, ის ადგილბრივი ბიზნესმენია. ბიზნესრეესტრის მიხედვით, მას რუისში პურის საცხობი და კაფე აქვს.
დატოვეთ კომენტარი