ახალი ამბები

ბებნისის საჯარო სკოლის მოსწავლეები კორეულ ენას შეისწავლიან

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის სკოლის მოსწავლეები კორეულ ენას შეისწავლიან. 

სკოლის დირექტორის, ჯუნა ცხოვრებაძის ინფორმაციით, ბებნისის საჯარო სკოლასა და „დრიმ სამიტ“-ს შორის, გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც სკოლაში სხვადასხვა კულტურული, სამეცნიერო, საგანმანათლებლო, სოციალური პროექტები შემუშავებდა და განხორციელდება. 

“ამ ეტაპზე პროექტის ფარგლებში ბებნისის საჯარო სკოლის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებს საშუალება აქვთ შეისწავლონ კორეული ენა და გაეცნონ კორეის კულტურას სრულიად უსასყიდლოდ. პროექტი გათვლილია ერთ წელზე, მოსწავლეების საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე შესაძლებელია აღნიშნული პროექტი კვლავ გაგრძელდეს და მასში ჩაერთოს უფრო მეტი მოსწავლე”, – ამბობს ჯუნა ცხოვრებაძე.

ინფორმაციისთვის, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ბებნისის საჯარო სკოლა ერთადერთია, სადაც კორეული ენის შესწავლაა შესაძლებელი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი