ახალი ამბები

ქარელში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში 904 000 ლარი დაიხარჯება

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებენ პროექტებს 904 000 ლარი მოხმარდება. შესაბამისი განკარგულება საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაამტკიცეს. 

საკრებულოს თავმჯდომარის, ჯუმბერ შუბუთიძის განმარტებით, წინა წლებისგან განსხავებით, წელს პროექტების შერჩევა ბევრად ადრე იწყება, რადგან დროულად დასრულდეს. 

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამების განხილვა წინა წლებში მარტის თვიდან იწყებოდა, წელს გადავწყვტეთ, რომ ეს პროგრამები იანვარში დავგეგმთ,რადგან ზოგიერთი სოფლის პროექტი დაუსრულებელი გვჩებოდა,ტენდერების ვადების გამო. ამიტომ, მივიღეთ ეს გადაწყვეტილება”, – განმარტა შუბითიძემ. 

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტისსოფლებში, მოსახლეობასთან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლეში განსახოერიცელებელი პროექტების განხილვა 23 იანვრიდან იწყება.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი