ახალი ამბები

გორისა და ატენის ეპარქია მძიმე პაციენტებზე ზრუნვისთვის მოხალისეებს ეძებს  

საქართველოს საპატრიარქოს გორისა და ატენის ეპარქიასთან არსებული წმინდა იოანე მოწყალის სახელობის საქველმოქმედო ცენტრი იწყებს პალიატიურ მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ჰოსპისისა და შინმოვლის სამსახურის ფარგლებში მძიმე პაციენტებზე ზრუნვას, – ინფორმაციას გორისა და ატენის ეპარქია ავრცელებს. 

ეპარქიის ცნობით, გასაუბრებაზე მისვლა ყველას შეუძლია, ვისაც სამედიცინო მიმართულებით უმუშავია, ან დაინტერესებულია. 

“მრავალდარგობრივი გუნდის შესაქმენლად ვიწვევთ ექთნებს, მომვლელებს, შესაბამისი მიმართულების ექიმებს, სოციალურ მუშაკებს, ფსიქოლოგებს, მოხალისეებს. ისწავლე, დასაქმდი და მიიღე მონაწილეობა ამ ღვთის სათნო საქმეში”, – ნათქვამია ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გასაუბრება ჩატარდება 6 თებერვალს. მსურველებს დაკავშირება შეუძლიათ ეპარქიის ფეისბუქ გვერდის მეშვეობით, ასევე ტელეფონის ნომერზე: 555 335 489; 597 237 097. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.