26 იანვრიდან ხაშურის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლები მოსახლეობასთან შეხვედრები იწყება, – ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, პროგრამის განსახორციელებლად ხაშურის მუნიციპალიტეტისთვის საქართველოს მთავრობამ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტებისათვის 904 000 ლარი გამოყო.
პროგრამის ფარგლებში მუნიციპალიტეტის 76 სოფელსა და დაბა სურამში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართება.
“სოფლის მხარდაჭერის პროგრამა მოქალაქეებს საშუალებას აძლევს თავად იმსჯელონ სოფლისთვის პრობლემური საკითხების მოგვარებაზე და თავადვე განსაზღვრონ პრიორიტეტები. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის მიერ ხმათა უმრავლესობით მხარდაჭერილის პროექტები დაფინანსდება როგორც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, ისე ადგილობრივი ბუჯეტიდან”, – ნათქვამია ხაშურის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეხვედრების გრაფიკი იხილეთ ბმულზე:
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრების გრაფიკი