ახალი ამბები

ოკუპანტებმა არცევის მიმდებარედ მოქალაქე უკანონოდ დააკავეს 

რუსმა ოკუპანტებმა არცევის მიმდებარედ სოსო დვალიშვილი უკანონოდ დააკავეს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ  გაავრცელა. 

“გუშინ, გვიან ღამით გააქტიურდა ცხელი ხაზი და გადმოგვეცა ინფორმაცია, რომ საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული კიდევ ერთი ჩვენი თანამოქალაქე. დეტალებს გავარკვევთ დღევანდელ შეხვადრაზე და შეხვედრის შემდეგ ვისაუბრებთ. 

უკანონო დაკავებისა და ოკუპანტების მიერ განხორციელებულ პროვოკაციაზე ინფორმაცია გაავრცელა დავით ქაცარავამაც. მისი განცხადებით, რუსმა ოკუპანტებმა მეჯვრისხევში ასულ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა. 

დატოვეთ კომენტარი