ახალი ამბები

ტინისხიდში, საბავშვო ბაღთან და სკოლასთან სიჩქარის შემზღუდავი ბარიერი განთავსდება 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის მიმდებარედ, 2 ლოკაციაზე, „ხელოვნური უსწორმასწორობების“ და ქვეითთა გადასასვლელების განთავსების შესახებ საკრბულომ განკარგულება მიიღო. 

“გორის მუნიციპალიტეტის მერიაში შემოსულია ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ წერილი, რომლითაც მოთხოვნილია გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში, საბავშვო ბაღის და საჯარო სკოლის მიმდებარედ, 2 (ორი) ლოკაციაზე განთავსდეს ავტოსატრანსპორტო საშუალებების სიჩქარის შემზღუდველი ხელოვნური უსწორმასწორობები და ქვეითთა გადასასვლელები”, – ნათქვამია განკარგულებაში. 

სიჩქარის შემზღუდავი ბარიერების განთავსება მიზანშეწონილად მიიჩნია შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონულმა სამმართველომაც. 

განკარგულების მიხედვით, ტირძნისის საბავშვო ბაღთან და სკოლასთან მოეწყობა:

  • 1.18 „ხელოვნური უსწორმასწორობა“;
  • 3.24 „მაქსიმალური სიჩქარის შეზღუდვა“ (30 კმ/სთ);
  • 5.20 „ხელოვნური უსწორმასწორობა“.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.