ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისის საჯარო სკოლაში სწავლა 23 იანვარს განახლდება, – ამის შესახებ ინფორმაციას სკოლის დირექტორი ავრცელებს.
“ბებნისის საჯარო სკოლა გაცნობებთ, რომ სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტით სწავლის დაწყების თარიღი განისაზღვრა 2023 წლის 23 იანვარი. სწავლა განახლდება სრულად რეაბილიტირებულ შენობაში”, – წერს სკოლის დირექტორი ჯუნა ცხოვრებაძე.
ინფორმაციისთვის, სასაწავლო პროცესი მუნიციპალიტეტის სხვა საჯარო სკოლებში დღეიდან განახლდა.
დატოვეთ კომენტარი