ახალი ამბები

ახალქალაქსა და ხოვლეში სტიქიით დაზარალებულ ოჯახებს ზიანს აუნაზღაურებენ

კასპის მუნიციპალიტეტის მერია სოფელ ახალქალაქში მცხოვრები ლია ნინოშვილის დაზიანებული სახლისთვის სამშენებლო მასალებს შეიძენს. ნინოშვილის სახლი 8 იანვარს, ძლიერი ქარისა და უხვი ნალექის შედეგად დაზიანდა. ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. უწყება ასევე შეიძენს მასალებს ხოვლეში მცხოვრები ელიზბარ ბიჭიკაშვილის სახლის დაზიანებული კედლისთვის.

“ოჯახი ფაქტობრივად, დარჩენილია ღია ცის ქვეშ. სახურავი იმდენად დაზიანებულია, რომ  საშიშროება ექმნება არამარტო საყოფაცხოვრებო ნივთებს, არამედ მათ სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. შესაბამისად, აუცილებელია სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების შესყიდვა უმოკლეს ვადაში”, – განმარტებულია კასპის მერიის წერილში, რომლითაც სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიმართა. 

სამშენებლო მასალების შესაძენად კასპის მერიას 4450 ლარი აქვს გათვალისწინებული. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.