ქარელში პროფესიონალ ფეხბურთელთა გუნდის “იბერიას” ჩამოყალიბება დაიწყო. ამისათვის ქარელის მერიამ ბიუჯეტიდან 160 000 ლარი გამოყო.
როგორც ქარელის მერიის საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნელი ლომიტაშვილი განმარტავს, აღნიშნული თანხა თანამშრომლების ხელფასბზე, ინვეტარსა და ტრანსპორტირებაზე დაიხარჯება.
შეგახსენებთ, რომ ქარელის საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციაც წელსაა დაგეგმილი.
დატოვეთ კომენტარი