ახალი ამბები

ბერშეუთისა და დიცის საბავშვო ბაღებისთვის სააგენტომ გათბობის ქვაბები შეიძინა 

გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტომ ბერშეთისა და დიცის საბავშვო ბაღებისთვის ცენტრალური გათბობის ქვაბები შეიძინა. 

სააგენტომ გამარტივებული შესყიდვით გზით, ხელშეკრულება გაუფორმა კომპანიას “თერმო ქართლი”, რომელსაც  4 710 ლარს გადაუხდის. 

სააგენტოში განმარტავენ, რომ აღნიშნულ ბაღებში უკვე მიმდინარეობს შესაბამისი სამუშაოები. 

ინფორმაციისთვის, დიცის საბავშვო ბაღში გათბობის სისტემის გაუმართაობის გამო, სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. 

“გაუმართავი გათბობის სისტემის გამო, დიცის საბავშვო ბაღიც დაკეტილია” 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.