გორში, ცენტრალურ ქუჩებზე თოვლის გამო, ავტომობილების გადაადგილება არ შეფერხებულა. კეთილმოწყობის სააგენტოს ინფორმაციით, ქალაქის მასშტაბით გვიან ღამით დაიწყო ტექნიკური მარილის დაყრა.
“წუხანდელი ღამიდან დავიწყეთ ტექნიკური მარილის დაყრა, ამ დრომდე გრძელდება. ახლაც ორი მანქანა მუშაობს. ყველა ცენტრალურ გზაზე დაიყარა, ჩიხებში და საუბნო გზებზე ვერ შევდივართ, რადგან მანქანები ყავთ გაჩერებული და ეს მარილის მანქანა, რომ ყრის აქეთ-იქით ავტომობილები ზიანდება”, – გვითხრა გიორგი ბარჯაძემ, გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელმა.
დატოვეთ კომენტარი