ახალი ამბები

ერისთავის თეატრში მაყურებელთა თხოვნით “ფიფქია და შვიდი ჯუჯა” გაგრძელდება 

მაყურებელთა თხოვნით დამატებით დაინიშნა სპექტაკლი “ფიფქია და შვიდი ჯუჯა”, – წერია გორის თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სპექტაკლი 11 და 12 იანვარს გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათზე. 

აღშნიშნული სპექტაკლი რეჟისორმა ალექსანდრე ელოშვილმა დადგა. თეატრის ცნობით, 12 იანვრისთვის ჩანიშნულ სპექტაკლზე ბილეთები უკვე გაყიდულია. 

სპექტაკლი არის ორი მოქმედებითა და გასართობ შემეცნებითი ანტრაქტით. 

დატოვეთ კომენტარი