ახალი ამბები

კასპის მერია თანამშრომლებისთვის გაზეთებს საკუთარი შპს-გან ყიდულობს

კასპის მერია გაზეთებს მის მიერვე დაფუძნებული შპს-გან ყიდულობს. საუბარია ბეჭდურ გამოცემაზე “ახალი განთიადი”, რომლის დარიგებასაც უწყება ადმინისტრაციულ ერთეულებში აპირებს.

გაზეთების სანაცვლოდ, უწყება საკუთარ დაქვემდებაში მყოფ იურიდიული პირს 4 704 ლარს გადაუხდის.

ხელშეკრულების მიხედვით, შპს იღებს ვალდებულებას კასპის მუნიციპალიტეტში შემავალი 17 ადმინისტრაციული ერთეულს თვეში ერთხელ 11 ეგზემპლარი გაზეთი “ახალი განთიადი”, ხოლო კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თვეში ერთხელ – 9 ეგზემპლარი დაურიგოს. ერთი ეგზემპლარის ღირებულება 2 ლარია. 

გაზეთი “ახალი განთიადი” 1931 წელს კასპში დაარსდა. თავდაპირველად ერქვა „კომუნიზმისაკენ“, ხოლო მოგვიანებით დაიწყო „განთიადის“ სახელწოდებით გამოსვლა. გაზეთის დამფუძნებელი შპს „ახალი განთიადია“, რომლის 100 პროცენტიანი წილის მფლობელი სახელმწიფო ორგანო კასპის მუნიციპალიტეტია. 

დატოვეთ კომენტარი