9 იანვარს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა იოაკიმეს და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრი, კასპის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ქალაქ კასპში აწყობს უფასო სამედიცინო აქციას, – ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აქციის ფარგლებში ჩატარდება უფასო კონსულტაცია და ექოსკოპიური კვლევა, როგორც ორსულების ისე ყველა ასაკის ქალთა კონტიგენტის.
“აქციაში მონაწილეობენ: სამეანო-გინეკოლოგიური სამსახურის ხელმძღვანელი კახა ტატუნაშვილი, გინეკოლოგიური განყოფილების გამგე მანანა თინიკაშვილი, ქალთა კონსულტაციის გამგე რუსუდან ხუგაშვილი. მეან-გინეკოლოგები: ეკატერინე მაჭავარიანი, მზია დევდარიანი და ნინო ლაცაბიძე, ენდოკრინოლოგი მარინა ნადარეიშვილი, ექოსკოპისტი თინათინ ტარყაშვილი,” – ნათქვამია ინფორმაციაში.
მისამართი: ქალაქი კასპი, წულუკიძის ქ.#4 (მოხუცთა სახლის და ყოფილი ენერგო პროჯორჯიას შენობა).
აქცია დაიწყება 9 იანვარს 11:00 საათზე.
დამატებითი ინფორმაციისათვის მსურველებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: 555 444 045.