ახალი ამბები

გორის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ ბავშვებისთვის ტკბილეული შეიძინა  

გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტომ ბავშვებისთვის ტკბილეული შეიძინა. 

სააგენტომ 1800 ცალი ტკბილელულის პაკეტი საახალწლო ღონისძიების ორგანიზების ფარგლებში იყიდა, რომლებსაც წარმოდგენის შემდეგ, ბავშვებს დაურიგებენ. სააგენტომ ტკბილელის შესაძენად ხელშეკრულება შპს – ს “ბეღელი” გაუფორმა და  14 418 ლარი გადაუხადა. 

საბავშვო ღონისძიება  კულტურის ცენტრში 3,4 და 5 იანვარს 14:00 საათზე გაიმართება.  

დატოვეთ კომენტარი