ახალი ამბები

ხაშურში საცხოვრებელ სახლში ხანძარი გაჩნდა

ხაშურში, კიევის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა.

“მოზაიკას” ინფორმაციით, ადგილზე იმყოფება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და მიმდინარეობს ხანძრის ლიკვიდაცია.

“მოზაიკა” არკვევს არიან თუ არა ხანძრის შედეგად დაშავებულები, ამის შესახებ ინფორმაციას უახლოეს პერიოდში მოგაწვდით.

დატოვეთ კომენტარი