ახალი ამბები

ქარელის მერიის 7 თანამშრომელს ჯილდო გადაეცა 

შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა მიხეილ შაყულაშვილმა და ქარელის მუნიციპაკიტეტის მერმა ზაზა გულიაშვილმა, სამხარეო ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე, განვლილი ერთი წლის განმავლობაში სამსახურეობრივი საქმიანობის სანიმუშო შესრულებისთვის ქარელის მუნიციპალიტეტის მერიის 7 საჯარო მოხელე დააჯილდოვეს, – ინფორმაციას ამის შესახებ ქარელის მერია ავრცელებს.

გთავაზობთ დაჯილდოებული თანამშრომლების ჩამონათვალს: 

  • საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ნელი ლომიტაშვილი;
  • საქმისწარმოების განყოფილების უფროსი ლელა რამიშვილი;
  • იურიდიული სამსახურის უფროსი სპეციალისტი ნინო ეგნატაშვილი;
  • ზედამხედველობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი ვაჟა აბესაძე;
  • ეკონომიკური განვითარების სამსახურის უფროსი სპეციალისტი ოთარ ოქროშიაშვილი;
  • სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის უფროსი სპეციალისტი შორენა ზებედაშვილი;
  • განათლების,კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსი სპეციალისტი დალი ჟივიძე.
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.