ახალი ამბები

ვერხვების დასახლებას წყლის მიწოდება გზის გადაკეტვის შემდეგ აღუდგა

გორში, ვერხვების დასახლებაში ადგილობრივებმა გზა სასმელი წყლის მოთხოვნის მიზნით გადაკეტეს. 

აქცია დაახლოებით ნახევარი საათი მიმდინარეობდა, მოსახლეობა წყალმომარაგების კომპანიის დირექტორის ადგილზე მისვლას ითხოვდა. აქციის მონაწილეები ტელეფონით ესაუბრნენ კოტე თავზარაშვილს, როგორც ისინი “მოზაიკასთან” ამბობენ, თავზარაშვილმა უთხრათ, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. 

“აქციის მიმდინარეობისას ვესაუბრეთ კოტე თავზარაშვილს და გვითხრა, რომ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს. ამ დროს მოვიდა წყალიც და აქცია შევწყვიტეთ, თუ ისევ დაწყდება და ასე უწყლოდ შევხვდებით ახალ წელს, ისევ გადავკეტავთ ქუჩას”, – ამბობენ ადგილობრივები.

ინფორმაციისთვის, ვერვების დასახლებაში მცხოვრებლებმა მსგავსი მოთხოვნით აქცია დაახლოებით ერთი კვირის წინაც გამართეს.

დატოვეთ კომენტარი