ახალი ამბები

რუისის #2 სკოლის მოსწავლეები ქარელის კეთილდღეობის სახლს ესტუმრნენ 

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის #2 საჯარო სკოლის X კლასის მოსწავლეებმა პროექტი „სიკეთე მარტივია“ განახორციელეს.  პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა ქარელში მდებარე კეთილდღეობისა და განვითარების დღის ცენტრში, სადაც 33 ბენეფიციარია ერთი დღის გატარება გადაწყვიტეს. მოსწავლეებმა მათ ახალი წელი მიულოცეს და გასართობი პროგრამა წარადგინეს, – ინფორმაციას სკოლის ადმინისტრაცია ავრცელებს. 

“სამოქალაქო განათლების მასწავლებლის – მარიკა ღვინიაშვის ხელმძღვანელობით, პროექტზე მომუშავე გუნდს შეადგენდნენ X კლასის მოსწავლეები: ლიკა მღებრიშვილი, თეკლა მღებრიშვილი, მარიამ ფეჩიშვილი, გვანცა მექვაბიძე, გვანცა ბეჟუაშვილი, ჯონი ზურაბაშვილი, შაკო ზურაბაშვილი, საბა ბალიაშვილი, ნინი ბეჟუაშვილი”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

სკოლის ცნობით,  დღის ცენტრის ბავშვებმა თავისი ნამუშევრები წარადგინეს. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი