ახალი ამბები

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა

გორში ხანდაზმულებისთვის საახალწლო ვახშამი გაიმართა. ვახშამს სხვადასხვა ორგანიზაციის ბენეფიციარები და სოციალურად შეჭირვებული 100 – მდე მოხუცი ესწრებოდა, – ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს.

უწყების ცნობით, ღონისძიება 18 დეკემბერს ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის მიერ გამართული საქველმოქმედო კონცერტიდან შემოსული თანხით გაიმართა.

“ხანდაზმულებს საღამო გორელმა ახალგაზრდებმა მუსიკალური და საცეკვაო ნომრებით გაულამაზეს.ვახშამზე მოხუცებმა საკუთარი რეპერტუარიც წარმოადგინეს. ხანდაზმულებს დამდეგი შობა – ახალი წელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა და საკრებულოს ხელმძღვანელმა დავით რაზმაძემ მიულოცეს”, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დატოვეთ კომენტარი