ქარელში, 29 დეკემბერს, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე საახალწლო ღონისძიებები გაიმართება. ადგილზე სამზადისი უკვე დაწყებულია, მერიის ცნობით, ზამთრის სოფელი ქარელშიც მოეწყობა.
“საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით დაწყებული საახალწლო ღონისძიებები “ახალი წლის დღეები საქართველოში” ქარელში 29 დეკემბერს გაიმართება. მუნიციპალიტეტში მოეწყობა საშობაო ბაზრობები, გამოფენა-გაყიდვები, საბავშვო გასართობი სივრცეები. ტერიტორიაზე განთავსებული იქნება ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები”, – ნათქვამია ქარელის მერიის განცხადებაში.
უწყების ცნობით, საახალწლო განათებებით უკვე მორთულია სკვერები, სხვადასხვა ლოკაციები და ახლადრეაბილიტირებული ქუჩა.
დატოვეთ კომენტარი