ახალი ამბები

ხაშურის მერი 9 წარმატებულ თანამშრომელს დააჯილდოვებს 

ხაშურის მუნიციპალიტეტის მერი 9 თანამშრომელს დააჯილდოვებს.

როგორც ხაშურის პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ნინო სუხიაშვილი ამბობს თანამშრომლები უკვე შერჩეული ჰყავთ.

“8 მერიიდან და 1 ა(ა) იპიდან შერჩეული. აღნიშნული პიროვნებები შეირჩნენ იმ საქმიანობის მიხედვით, რასაც ეწეოდნენ გასული წლის განმავლობაში, ვინაობას ჯერ არ ვასაჯაროვებთ. დაჯილდოვება ახალწლამდე მოხდება”, – გვითხრა ნინო სუხიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, წარმატებულ თანამშრომლებს დააჯილდოებენ გორისა და ქარელის მერიებიც.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი