ახალი ამბები

ხაშურელმა მოსწავლეებმა დიმიტრი ყიფიანის მუზეუმის ეზოში მცენარეები დარგეს

ხაშურის დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკოლა-პანსეონის #5 კლასის მოსწავლეებმა დიმიტრი ყიფიანის სახლ-მუზეუმის ეზოში მარადმწვანე მცენარები დარგეს. 

“დიდი მადლობა პედაგოგს, მშობლებს. დაე, ჩვენმა ბავშვებმა ისევე შეიყვარონ სამშობლო, როგორც დიმიტრი ყიფიანს უყვარდა, მაგრამ მსხვერპლად შეწირვა არასოდეს დასჭირვებოდეთ! ხის დარგვა იმედის დარგვის ტოლფასია! მცენარეს გულიც აქვს, ენაც. მაშასადამე, ლოცვაც ძალუძთ. უკეთეს საშობაო საჩუქარს ვერც ვინატრებდით”, – ნათქვამია მუზეუმის ადმინისტრაციის განცხადებაში. 

დატოვეთ კომენტარი