ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტში სოციალურად დაუცველებს საახალწლო ნობათი გადაეცემათ 

ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად შეჭირვებულ ოჯახებს საახალწლოდ საკვები პროდუქტები გადაეცემა, – ინფორმაციას ამის შესახებ ხაშურის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

“საახალწლო ნობათი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებით და საქართველოს პარლამენტის წევრის, ქარელის და ხაშურის მაჟორიტარი დეპუტატის – ზაალ დუგლაძის პირადი საქველმოქმედო შემოწირულობით მომზადდა”, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

უწყების ცნობით, საახალწლო დახმარებას ის 370 ოჯახი მიიღებს, რომელთა სოციალური სარეიტინგო ქულა 25000-ს არ აღემატება.

დატოვეთ კომენტარი