ახალი ამბები

“თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებისკენ მოემართებიან” – გორის მერია 

“ბედნიერი ახალი წელი“ გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, -ესაა გორის მერიის პროექტი, რომელსაც  მერია და სადღესასწაულო ცენტრი „დისნეისთან” ერთად ახორციელებს. 

“თოვლის ბაბუა და ზღაპრის გმირები სოფლებისკენ მოემართებიან. საახალწლო განწყობის შესაქმნელად და ტკბილეულის დასარიგებლად სპეციალურად მორთული მანქანა უკვე გზაშია”, – ნათქვამია მერიის განცხადებაში. 

უწყების ცნობით, ტკბილეულითა და საჩუქრებით დატვირთული მანქანა გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში შემდეგი განრიგით ივლის: 

23 დეკემბერი – კარალეთი, ტყვიავი;

24 დეკემბერი – ძევერა, შერთული;

25 დეკემბერი – ფლავი, მარანა, ფლავისმანი;

26 დეკემბერი – არბო, დიცი, ქორდი;

27 დეკემბერი – ბერბუკი, რეხა;

28 დეკემბერი – თორტიზა, სვენეთი;

29 დეკემბერი – ხელთუბანი, ახრისი;

30 დეკემბერი – მეჯვრისხევი, ზერტი, კვარხეთი;

31 დეკემბერი – ახალშენი, ბერშუეთი;

4 იანვარი – ზემო სობისი, ზეღდულეთი;

5 იანვარი – კირბალი, ქვემო ახალსოფელი, ქვემო სობისი;

6 იანვარი – დიდი გორიჯვარი, პატარა გორიჯვარი;

7 იანვარი – ელექტროფიკაცია, სკრა;

8 იანვარი – ხიდისთავი, ატენი;

9 იანვარი – უფლისციხე, ქვახვრელი;

10 იანვარი – შავშვები, ხურვალეთი;

11 იანვარი – ნადარბაზევი, ნაწრეტი;

12 იანვარი – წითელუბანი, ქვემო შავშვები;

13 იანვარი – ორთაშენი, თედოწმინდა;

14 იანვარი – ვარიანი, საქაშეთი, შინდისი.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.