ახალი ამბები

ხაშურში, სურამის ხიდთან ავარია მოხდა 

ხაშურში, სურამის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, – ინფორმაციას გვერდი “ხაშური ჩემი ქალაქია ავრცელებს”.

არსებული ინფორმაციით დაშავდა სამი ადამიანი. 

“ხაშურში გუშინ ღამე სურამის ხიდთან ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. 3 ადამიანი დაშავდა.აღარ დაადგა ამ ხიდს საშველი და პატრონიც არავინაა”, – წერია გვერდზე. 

ადგილზე იმყოფებოდნენ პოლიციისა და სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები. სამივე დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს.  

დატოვეთ კომენტარი