ახალი ამბები

“ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება” – მდუმარე აქცია სურამის #3 საჯარო სკოლაში 

ლესია უკრაინკას სახელობის, ხაშურის მუნიციპალიტეტის დაბა სურამის N 3 საჯარო სკოლის, სამოქალაქო კლუბის და სკოლაში არსებული ეკო კლუბის ’’ბაბილოს“ ინიციატივით, ჩატარდა მდუმარე აქცია “ჩვენ გვაქვს სიცოცხლის უფლება”, რითაც თანადგომა გამოიხატა უკრაინელი ბავშვების მიმართ. 

სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოსწავლეების სკოლის ეზოში შეიკრიბნენ. 

“სამოქალაქო კლუბის და „ ბაბილოს“წევრები, საღამოს 18: 00 საათზე, შეიკრიბნენ სკოლის ეზოში, საიდანაც გაემართნენ ჩვენს დაბაში აღმართულ უკრაინელი პოეტის ლესია უკრაინკას ძეგლთან, გაუშვეს მშვიდობის ფრანი მესიჯით ,, მშვიდობა და სამართლიანობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი