ახალი ამბები

გიორგი სოსიაშვილს ლიტერატურული პრემია “მუზა” გადაეცა 

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, მწერალსა და საკრებულოს წევრს, გიორგი სოსიაშვილს პრემია “მუზა” გადაეცა. 

სოსიაშვილს აღნიშნული პრემია გადაეცა ნომინაციაში „წლის საუკეთესო პროზაული კრებული”.  კონკურსზე წარდგენილი იყო კრებული „იალები.“

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დაფუძნებული ლიტერატურული კონკურსის „მუზას“ გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონია საქართველოს მწერალთა სახლში გაიმართა.

წელს „მუზას“ გამარჯვებულები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ.

დატოვეთ კომენტარი