ახალი ამბები

ქარელის მერიაში აუდიტის სამსახურის უფროსად ელგუჯა ხაბალაშვილი დაინიშნა

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიაში, შიდა აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელად ელგუჯა ხაბალაშვილი დაინიშნა.

ინფორმაციას ქარელის მერია ადასტურებს. უწყების განმარტებით, ვიდრე ხაბალაშვილი აღნიშნულ პოზიციას დაიკავებდა, ის მერიაში ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი იყო.

ინფორმაციისთვის, აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის მოვალეობას, ხაბალაშვილის დანიშვნამდე მარიამ კოშკაძე ასრულებდა, რომელიც ახლა ამავე განყოფილების სპეციალისტად დაინიშნა.

დატოვეთ კომენტარი