ახალი ამბები

გორში, კომბინატის დასახლებაში კიკბოქსინგის, მკლავჭიდისა და კრივის დარბაზები მოეწყო 

გორელი მოზარდები, რომლებსაც კიკბოქსინგის, მკლავჭიდისა და კრივის შესწავლა სურთ, მალე ახალი, შესაბამისი ინტერიერის მქონე სპორტული დარბაზებით ისარგებლებენ, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მერია ავრცელებს. 

ახლადრეაბილიტირებული დარბაზები (ძირითადი და დამხმარე) კომბინატის დასახლებაში არსებული კულტურის ცენტრის შენობის (მშვიდობის გამზირი #12/ა) აღმოსავლეთ ნაწილშია განთავსებული.

უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით ამოიცვალა ფანჯრები, კარები, იატაკი, გაილესა და შეიღება კედლები, მოეწყო თაბაშირ მუყაოს შეკიდული ჭერი, სველი წერტილები, წყალარინების და გათბობის სისტემები.

“დარბაზებში, ჯერჯერობით, საჭირო სპორტული ინვენტარის ნაწილია წარმოდგენილი. უახლოეს მომავალში იგეგმება აღნიშნული სპორტული სივრცეების ინვენტარით სრულად უზრუნველყოფა. ამ ეტაპზე, წარმოდგენილ სპორტის სახეობებს – კიკბოქსინგს, მკლავჭიდსა და კრივს, გორის მუნიციპალიტეტში 150 – მდე ახალგაზრდა ეუფლება”, – ნათქვამია გორის მერიის ინფორმაციაში. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.