ახალი ამბები

ხაშურის მუნიციპალიტეტმა საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო 2 ნომინაციაში მიიღო

ხაშურის მუნიციპალიტეტი საუკეთესო პრაქტიკის ეროვნული კონფერენციაზე ორი ნომინაციის გამარჯვებულად დაასახელეს.

ხაშურის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტმა ჯილდოები გამჭვირვალე, ანგარიშვალდებული მმართველობისა და საგანმანათლებლო პროგრამებისთვის მიიღო. 

“მუნიციპალიტეტმა პრიზი ნომინაციებში “მოქალაქეთა მონაწილეობა, ადლილობრივი საბიუჯეტო პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება” პროექტით “სამოქალაქო ბიუჯეტირება ხაშურის მუნიციპალიტეტში” და “სკოლამდელი აღზრდა, სკოლისგარეშე განათლება და ზრდასრულთა განათლების მუნიციპალური პროგრამები” პროექტით “P- HACCP(ჰასპი)- საფრთხის ანალიზისა და კრიტიკული საკონტროლო წერტილების განსაზღვრა” მიიღო”, – ამბობს მერიის პრესსამსახურის უფროსი ნინო სუხიაშვილი.

დატოვეთ კომენტარი