ახალი ამბები

სურსათის უვნებლობამ გორში გარემოვაჭრეებს ხორცი ჩამოართვა და დააჯარიმა

სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლებმა, გორში გარემოვაჭრეებს ხორცი ჩამოართვეს, დალუქეს და დააჯარიმეს. შემთხვევა ქართლის ქუჩაზე მოხდა.

სურსათის უვნებლობის სამსახურის წარმომადგენლების თქმით, აღნიშნული პირები ხორცის რეალიზაციას დადგენილი ნორმების დარღვევით ახდენდნენ.

მათივე ინფორმაციით, გარემოვაჭრეებს დაეკისრებათ 5 000 ლარიანი ჯარიმა. ადგილზე პოლიციაა მობილიზებული.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ანა ჯიოშვილი

ანა ჯიოშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.