ახალი ამბები

გომში “ლიბერთი ბანკის” ფილიალის გაქურდვა სცადეს 

გომში “ლიბერთი ბანკის” ფილიალის გაქურდვა სცადეს.

ბანკის ფილიალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაშია გახსნილი, რომლის ფანჯარაც, თვითმხილველის ინფორმაციით, გაქურდვის მიზნით ჩაამტვრიეს.

“ბანკის ფილიალი საზოგადოებრივი ცენტრის შენობაშია. დილით ფანჯარა ჩამტვრეული იყო. როგორც ვიცი, გამოძიებაც დაიწყეს, თუმცა ამ დრომდე არავინ დაუკავებიათ”, – უთხრეს “მოზაიკას”.

მომხდარს ადასტურებს შინაგან საქმეთა სამინისტროც. უწყების ინფორმაციით, გამოძიება ქურდობის მუხლით მიმდინარეობს.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.