ახალი ამბები

ხაშურელი მოჭიდავეები საერთაშორისო ტურნირიდან 3 მედლით დაბრუნდნენ

ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები, სომხეთის საერთაშორისო ტურნირიდან 3 მედლით დაბრუნდნენ.

მთავარი მწვრთნელის,  გიორგი კვინიკაძის თქმით, მოჭიდავეებმა სხვადასხვა სინჯის მედლები მოიპოვეს. 

“ხაშურის კომპლექსური სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა 3 მედლით დაასრულეს, ერევანში გამართული საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც სხვადასხვა ქვეყნის გუნდები იღებდნენ მონაწილეობას”, – გვითხრა გიორგი კვინიკაძემ. 

  • II ადგილი – გუჯა ლომიძე, 75 კგ
  • III ადგილი – ნიკოლოზ ტალახაძე, 44 კგ 
  • III ადგილი – გიორგი თედეშვილი, 62 კგ
დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი