ახალი ამბები

გაზის აფეთქების შედეგად, 24 წლის სურამელი მშენებელი დაიღუპა

უბედური შემთხვევის შედეგად, 24 წლის სურამელი მშენებელი დაიღუპა. ის გაზის აფეთქების შედეგად გამოწვეულ ხანძარს ემსხვერპლა.

როგორც “მოზაიკას” უთხრეს, გარდაცვლილი თელავში, მშენებლობაზე მუშაობდა. 

“თელავში იყო სამუშაოდ, კოტეჯებს აშენებდა. გაზი აფეთქდა, ხანძარი გაჩნდა, რა დროსაც ეს ბიჭი დაიღუპა”, – უთხრეს “მოზაიკას”.

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

"მოზაიკას" რედაქცია

"მოზაიკამ" მედია საქმიანობა დაიწყო 2018 წლის 1-ელ იანვარს.