ახალი ამბები

“ახალ ბანას” ხაშურში სალოტბარო სკოლის დაფუძნება სურს

“გადაწყვეტილი გვაქვს, რომ ხაშურში დავაფუძნოთ სალოტბარო სკოლა” – ამბობს ლაშა გელაშვილი, რომელიც ერთი წელია, რაც “ახალი ბანას” ვაჟთა ახალგაზრდულ გუნდს ხელმძღვანელობს.

გელაშვილის თქმით, სალოტბარო სკოლაში მუსიკის შესწავლას ადგილობრივი ბავშვები და მოზარდები შეძლებენ.

“ეს იქნება ადგილობრივი ბავშვებისა და მოზარდებისთვის განკუთვნილი სამუსიკო სასწავლებელი, სადაც როგორც საეკლესიო, ასევე ქართულ ხალხურ სიმღერებს შეისწავლიან. ვფიქრობ, შედეგი არ დააყოვნებს და ადგილობრივ დონეზეც გვეყოლება ჩამოყალიბებული ანსამბლი, რომელიც ძალიან ბევრ ლამაზ დღეს აჩუქებს ჩვენს თანამოქალაქეებს”, – ამბობს გელაშვილი.

მისი თქმით, სკოლის შექმნის მიზნით, სურამის და ხაშურის ეპარქიასთან ერთად, ადგილობრივი თვითმართველობასთანაც აქტიურად თანამშრომლობენ.

დატოვეთ კომენტარი