სტატიები

“სანამ მსხვერპლი არ იქნება, არ მოგვხედავთ?” – სურამთან მისასვლელი გზა კვლავ დაზიანებულია

“სანამ მსხვერპლი არ იქნება მანამდე არ მოგვხედავთ?” – წერს სოციალურ ქსელში ნათია შერგილაშვილი და ხელისუფლებას ხიდის მშენებლობის გამო დაზიანებული გზის აღდგენას სთხოვს.

საუბარია გზაზე, რომელიც ხიდის მშენებლობისთვის დაწყებული სამუშაოების გამო დაზიანდა და რომლის მოპირკეთებასაც მოსახლეობა თვეებია ითხოვს.

“ყოველდღე და დღეში რამდეჯერ გვიწევს ქვეითს ამ გზაზე გამოსვლა. შიშით ვაცილებ და ველოდები ბავშვებს ყოველდღე”, – აღნიშნავს შერგილაშვილი.

პრობლემის შესახებ სოციალურ ქსელში აქტიურად წერენ სხვა ადგილობრივებიც. ისინი წუხან, რომ გზით სარგებლობა ზამთარში კიდევ უფრო საშიში გახდება.

“სამარცხვინოა ეს ყველაფერი. რა გახდა 500 მეტრი გზის გაკეთება? აქ რომ მოყინავს, რითი უნდა იმოᲫრაონ მანქანებმა?”, – წერს ინგა ჩიტიაშვილი.

“2 წელია ჩიჩქნიან, მართლა რა განუკითხაობაა? რითი ვეღარ დამთავრდა ამ ხიდის კეთება”, – აღნიშნავს დავით ღამბაშიძე.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლება გზის მოპირკეთებას ხიდის მშენებლობის დასრულების შემდეგ აპირებს. ამის შესახებ “მოზაიკას” საავტომობილო გზების დეპარტამენტში ჯერ კიდევ 7 თვის წინ უთხრეს. მაშინ ეს უწყება ამბობდა, რომ ხიდის მშენებლობა სამ თვეში დასრულდებოდა.

სურამში გზის მოწესრიგებას ითხოვენ

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ხატია მუმლაძე

ხატია მუმლაძე არის "მოზაიკას" ჟურნალისტი 2018 წლიდან.