ახალი ამბები

მე-3 სკოლაში მშობელსა და პედაგოგს შორის მომხდარ ჩხუბზე მოსწავლეებს გამოკითხავენ

გორის მე-3 საჯარო სკოლაში, ერთ-ერთი მოსწავლის მშობელსა და პედაგოგს შორის მომხდარ დაპირისპირებაზე დისციპლინური საბჭო იმსჯელებს.

“მოზაიკას” ინფორმაციით, მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოიკითხებიან მოსწავლეები,

“მშობლებს სკოლიდან წერილი მიუვიდათ, სადაც ბავშვების გამოსაკითხად მშობლებისგან ნებართვას ითხოვენ”, – აცნობეს “მოზაიკას”.

საუბარია ორი კვირის წინ მომხდარ ინციდენტზე, როცა დაწყებითი კლასების მასწავლებელმა და ერთ-ერთი ბავშვის მშობელმა იჩხუბეს. მშობელი პედაგოგს მისი შვილის მიმართ უდიერ მოპყრობაში ადანაშაულებდა. მეორე მხრივ კი, სხვა მოსწავლეების მშობლები აღნიშნულ მოსწავლეს თანაკლასელების ბულინგში სდებდნენ ბრალს.

დატოვეთ კომენტარი