ახალი ამბები

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიამ მძღოლი დაიმატა 

ქარელის მუნიციპალიტეტის მერიმ მე – 3 მძღოლი დაიმატა,- “მოზაიკას” ინფორმაციით, მძღოლი ხელშეკრლებით აიყვანეს.

ფაქტს ქარელის მერიაშიც ადასტურებენ, უწყებაში განმარტავენ, რომ ახალი ავტომობილების შეძენის შემდეგ, საჭირო გახდა მძღოლის დამატება. 

“მერიამ ახალი მანქანების შეძენის შემდეგ დაიმატა მძღოლი, გვიწევს როგორც სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე ქალაქ გარეთ ვიზიტები, ასევე სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ პროექტების მიმდინარეობის კონტროლი და ასე შემდეგ, შესაბამისად საჭიროებაც გვქონდა მერიაში , მოვლა პატრონობის კუთხითაც ავტომობილს ერთი ადამიანი უნდა მართავდეს”, – გვითხრა ნათია მაწონაძემ.

ინფორმაციისთვის, ქარელის მუნიციპალიტეტის ბალანზე 7 ავტომობილი ირიცხება. 

დატოვეთ კომენტარი

ავტორის შესახებ

ლანდა ბირთველიშვილი

ლანდა ბირთველიშვილი არის "მოზაიკას" ჟურნალისტი