ახალი ამბები

ენმ – ს ყოფილმა წევრმა, რეზო კახნიაშვილმა აშშ-ი პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო 

ენმ – ს ყოფილმა წევრმა, რეზო კახნიაშვილმა აშშ-ი პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო, – ამის შესახებ კახნიაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. 

მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება ამერიკის საემიგრაციო სასამართლომ მიიღო. 

“საემიგრაციო სასამართლოს მოსამართლემ მომანიჭა პოლიტიკური თავშესაფარი. მადლობა  ეკა ეგუტიას მის უმაგრეს გუნდს. ნინია პატარია შენ ხარ ბრილიანტი”, – წერს კახნიაშვილი.

რატომ მოითხოვა პოლიტიკური თავშესაფარი აშშ-ში, ამის შესახებ კახნიაშვილმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა. 

დატოვეთ კომენტარი