ახალი ამბები

გორის გოგონათა გუნდისა და ნიკოლოზ რაჭველის კონცერტის ყველა ბილეთი გაიყიდა 

18 დეკემბერს, გორის თეატრში დაგეგმილი ნიკოლოზ რაჭველისა და გორის გოგონათა გუნდის კონცერტზე ყველა ბილეთი გაყიდულია. 

კონცერტის შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში ბილეთების შეძენა შეუძლებელი იყო. ბილეთის ფასი 20-30 ლარი იყო. 

აღნიშნული კონცერტი საქველმოქმედოა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო,ს კონცეპტArt -ის მხარდაჭერით ხორციელდება.

დატოვეთ კომენტარი