ახალი ამბები

გორში ნიკილოზ რაჭველი და გორის გოგონათა გუნდი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ 

ევგენი მიქელაძის სახელობის საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი – დირიჟორი ნიკოლოზ რაჭველი და გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი – ქორმაისტერი ნინო წიკლაური, ერთობლივ საქველმოქმედო კონცერტს გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრში გამართავენ, – ინფორმაციას ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის სააგენტო ავრცელებს. 

საქველმოქედო კონცერტის სპეციალური სტუმრები ლიზა ბაგრატიონი, ბექა გოჩიაშვილი, გიორგი ცაგარელი და ლიზა რამიშვილი იქნებიან. კონცერტი 18 დეკემბერს, 18:00 საათზე დაიწყება. 

პროექტი გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრის, გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო,ს კონცეპტArt -ის მხარდაჭერით ხორციელდება. 

მსურველებს ბილეთების შეძენეა tkt.ge -ზე შეუძლიათ. 

დატოვეთ კომენტარი